ავტორები
ზიგმუნდ ფროიდი-კლასიკური ფსიქოანალიზი
- ფსიქოანალიზის ხუთი ჰიპოთეზა-დინამიკური, ტოპოგრაფიული (ცნობიერი, წინაცნობიერი, არაცნობიერი), სტრუქტურული (იდი, ეგო, სუპერ-ეგო), გენეტიკური, ეკონომიური
- ფსიქო-სექსუალური განვითარების ფაზები და მათი გავლენა პიროვნების განვითარებაზე. ინფანტილური სექსუალობა
- არაცნობიერის ფორმირება. ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსები
- ცნობიერების დაცვითი მექანიზმები: განდევნა, უარყოფა, რაციონალიზაცია, სუბლიმაცია, რეგრესია, რეაქციის ფორმირება, პროექცია, ჩანაცვლება
- ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია-არაცნობიერი მოტივების აღმოჩენა “უმნიშვნელო” შეცდომებში
- ფროიდის თავისუფალი ასოციაციების მეთოდი და მისი მნიშვნელობა ფსიქოანალიზში
- ლეონარდო და ვინჩის ფსიქოლოგიური პორტრეტი და ფროიდის თეორია ხელოვნების შესახებ
- კულტურა და კულტურით უკმაყოფილება
- სიზმრის მანიფესტური და ლატენტური შინაარსი. სიზმრის ფროიდიანული ინტერპრეტაცია
ერიხ ფრომი-ჰუმანისტური ფსიქოანალიზი
- თავისუფლება და თავისუფლებისგან გაქცევა.
- გაქცევის მექანიზმები: ავტორიტარიზმი, დესტრუქტივიზმი, ავტომატირი კონფორმიზმი.
- სოციალური ხასიათი და სოციალური არაცნობიერი
- რაციონალური არაცნობიერი და პოზიტიური თავისუფლება
- პოსტ ტრავმული სტრსული აშლილობა-სიმპტომის გამომაფხიზლებელი ასპექტი
- სიზმარი-ფუნქციები და სიმბოლოების გაფართოებული მნიშვნელობა
- სოციალური ადაპტაცია და სულის განკურნება
ალფრედ ადლერი-ინდივიდუალური ფსიქოლოგია
- არასრულფასოვნების განცდა და კომპენსაციის მექანიზმი
- დაბადების რიგითობა და მისი გავლენა პიროვნების ფორმირებაზე
- ბავშვთა აღზრდა-ოჯახის სტრუქტურისა და აღზრდის სტილის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებისთვის
- პიროვნების ოთხი ორიენტაცია-მმართველი, ამღებლური, განრიდების და სოციალურად სასარგებლო
- ცხოვრების სტილი და ინდივიდუალურობა
- არასრულფასოვნებისა და უპირატესობის კომპლექსები
- ავადმყოფობაში გაქცევა
- პანიკური აშლილობა და აგორაფობია
- ასთმური შეტევების ფსიქოლოგიური საფუძველი
- ჰიპერკომპენსაცია და ბიპოლარული აშლილობა
- სოციალური გრძნობის გამოვლენა პროფესიულ საქმიანობაში, სოციალურ კონტაქტებსა და სიყვარულში
- მასკულინური პროტესტი- მამაკაცურობისა და ქალურობისაგან გაქცევა, შემთხვევების ანალიზი
ერიკ ბერნი-ტრანზაქციული ანალიზი
- ფსიქიკის სტრუქტურა-ეგო მდგომარეობები (მშობელი, ზრდასრული, ბავშვი)
- ტრანზაქციების ვარიაციები და მათი ანალიზი
- სკრიპტი-ცხოვრებისეული სცენარი, რომელიც თაობიდან თაობას შეიძლება გადაეცემოდეს
- თამაშები, რომლებსაც თამაშობენ ადამიანები: ცხოვრებისეული, ქორწინების, წვეულებაზე, სექსუალური, კრიმინალური სამყაროს და სხვა
-
თამაშების მნიშვნელობა ადამიანებისათვის. მოთამაშეები. თამაშების გაცნობიერება, სპონტანურობა და ავტონომია
კარლ გუსტავ იუნგი-ანალიტიკური ფსიქოლოგია
- კომპლექსის ცნება და იუნგის ასოციაციური ექსპერიმენტი.
- მრავლობითი პიროვნული აშლილობა
- ფსიქოლოგიური ტიპები-ინტროვერსია და ექსტრავერსია
- პერსონალური და კოლექტიური არაცნობიერი. არაცნობიერის შესახებ ფროიდისა და იუნგის შეხედულებების შედარება.
- არქეტიპები-ჩრდილი, ანიმა და ანიმუსი, მოხუცი ბრძენი, თვითობა.
- ინდივიდუაცია – თვითრეალიზაციისა და თვითშემეცნების მეშვეობით პიროვნული პოტენციალის გახსნა, თვითობასთან დაკავშირება.
- სინქრონულობა-მოვლენებს შორის აკაუზალური (არამიზეზშედეგობრივი) კავშირი და მისი მნიშვნელობა პიროვნული ზრდისათვის.
ჟან პიაჟე-კოგნიტური განვითარების თეორია
- სქემა, ასიმილაცია და აკომოდაცია
- სენსომოტორული განვითარების სტადია
- ინტელექტის განვითარების პრეოპერაციული სტადია
- კონკრეტული ოპერაციების სტადია
- ფორმალური ოპერაციების სტადია
ბიჰევიორიზმის ძირითადი პოსტულატები
- რესპოდენტული და ოპერანტული ქცევა
- ქცევის განმამტკიცებლები-სოციალური, ქცევითი და სიმბოლური
- არასასურველი ქცევის ჩაქრობა
- ურთიერთდეტერმინიზმი
- სწავლა მოქმედემით და სწავლა დაკვირვებით (მოდელირება)